იმისთვის რომ სამღებრო ხარისხიანი გამოსვლოდათ, მაგიურ-რელიგიურ ღონისძიებებსაც მიმართავდნენ, ძველად სცოდნიათ ავთვალის შელოცვაც, ღებვისას ერიდებოდნენ ავი თვალის ადამიანს. თუ ძაფი კარგად არ იღებებოდა მას ავ თვალს აბრალებდნენ, ამ დროს სამღებროს უბრად მოტანილ წყალს გადააპკურებდნენ, ან კიდევ ნახშირით შეულოცავდნენ, ჯანმზე დადგავდნენ საცერს, საცერზე მაკრატელს, ან გრაკლას ტოტებისგან შეკრულ პატარა ცოცხს დადებდნენ. შიგ ჩაასხავდნენ მარცხენა ხელით ამოღებულ ცხრა კოვზ უბრად მოტანილ წყალს, ჩააგდებდნენ ისევ მარცხენა ხელით აღებულ 9 ნაკვერჩხალს. ნაკვერჩხლებს ფეხით გასრესდნენ და თან იტყოდნენ: „ ასე ჩაიშრიტოს ავკაცის თვალი და კვალიო“. ჯამზე იცოდნენ გახსნილი მაკრატლის დადებაც. ცხელ ნაკვერჩხალს მაკრატლის გაშლილ პირს შორის წყალში ჩააგდებდნენ, თან იტყოდნენ : „ თვალი ავისიო, თვალი შავისიო, თვალი წითლისაო, თვალი ჩრელისაო, ვინ არ დაგწერა ჯვარიო, ჩაიშრიტოს მისი თვალიო“
შეღებვის დროს დიდ ყურადღებას აქცევდნენ სამღებრო ქვაბს ღამით სახურავახდილს არ დატოვებდნენ-„ვარსკვლავებმა შიგ რომ ჩაიხედონ, ძაფი ან ნაქსოვი კარგად არ შეიღებება და აჭრელდებაო“
ძველად ღებვის დროს მთვარის ფაზებსაც აქცევდნენ ყურადღებას. ისევე როგორც სხვა საქმიანობას ღებვასაც ძველ მთვარეზე ამჯობინებდნენ
ხალხური რწმენით თავისებური ძალის მქონე იყო ესა თუ ის ფერი : თუში ქალები ავ თავლისაგან დამცავ თვისებას მიაწერდნენ წითელს, ისინი ამ ფერის ბაწარს თმაში იწნავდნენ, სხეულიდან ავი ძალის განდევნა შეეძლო შავი ფერის ძაფის გორგალსაც, თეთრი, როგორც სიწმინდის ფერი ხატის დროშაზე შესაბმელი შესაწირის ფერია და ხატს თეთრი ფერის მანდილებსა და ნაჭრებს სწირავდნენ. თეთრი ფერის ნაჭერს აბავდნენ რქებზე სამსხვერპლო ცხოველსაც.
თუშეთში ქიმიურმა საღებავებმა დიდი ხანია დაიმკვიდრა ადგლი, ხალხს მცენარეული საღებავების ფერები და გამძლეობა მოსწონს მაგრამ ღებვის პროცესის სიიოლის გამო, მაინც ქიმიურ საღებავებს აიჭებენ უპირატესობას.
უფრო ხშირად ღებავენ საწინდე ბაწრებს და ღებავენ იმ მასალაში რაც იოლად და უხვად მოეპოვებათ, ხახვის ფურცელი, კაკლის წენგო, კაკლის ნაჭუჭი, თუთის და ატმის ფოთლები.
ძაფის შეღებვის გარდა თუში ქალები სახლის კედლებსაც ღებავდნენ, თუშეთში არის ერთგვარი მიწა ბიშინი, რომელიც არის ცისფერი ფერის,, არსებობს მოყვითალო ფერისაც, ამ მიწას ძველად წყალში ხსნიდნენ და კედლებს ღებავდნენ, ბიშინის ადგილები იცოდნენ ქალებმა და მის მოსატანად საგანგებოდ მიდიოდნენ.
რაც შეეხება თექის დამუშავებას,პირველ რიგში მატყლი უნდა გაირეცხოს,შეიღებოს,გაშრეს,გასუფთავდეს,დალაგდეს და შემდეგ მოითელოს. ითელება ცხელი წყლით და სარეცხი საპნით. ტანისამოსის შექმნსთვის თექა უნდა განთავსდეს თხლად სალეჩაქე ბადეზე.
საყურადღებოა ის ფაქტიც,რომ სანამ ნამუშევარი შეიქმნება აუცილებელია ესკიზის,ჩანახატის მომზადება,ხშირ შემთხვევაში მუშაობის პროცესში ესკიზი იცვლება,თექის განსაკუთრებული თვისებების გამო.
დღეისათვის ცხვრის მატყლი იღებება სინთეზური საღებავებით.შეღების დროს იყენებენ შაბს,სოფლის მარილს,ორგანულ ნაერთს - ძმარს (როგორც ღვინისას,ისე ვაშლისას) ხდება გამოყენება საპნის,რომელიც კაუსტიკურ სოდაზეა დამზადებული. ღებვის დროს იყენებენ ჟანგიან რკინას, რაც აჩქარებს პიგმენტაციას,ე.ი. ასრულებს კატალიზატორის როლს.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий